სტერეოტაქსიკური რადიოქირურგია გამა-დანით - რა არის ეს?

რადიოქირურგია - ქალასშიდა პათოლოგიური კვანძის მაღალი სიზუსტით რადიაციის დიდი დოზით დასხივების მეთოდი ერთ სეანსში სტერეოტაქსიკური ტექნიკის გამოყენებით. გამა-დანის აპარატს უკავია განსაკუთრებული ადგილი ნეიროქირურგიულ არსენალში, ეს არის ქალასშიდა პათოლოგიების ფართო სპექტრის (ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი მალფორმაციები, ტრიგემინალური ნევრალგია) არაინვაზიული მკურნალობის მაღალი სპეციალიზაციის ინსტრუმენტი.

უპირატესობები

image

ტრეპანაციის და ჭრილობების გარეშე, პრაქტიკულად უმტკივნეულო

image

ფასის და გრძნობათა ორგანოების ეფექტიანობის მომგებიანი შეფარდება

image

დასხივების უმაღლესი სიზუსტე

image

დარღვევების მინიმალური რისკები

image

სრული პროცედურა წარმოებს ერთ დღეში

ცენტრის შესახებ

image
ნეიროქირურგიის აკად. ნ.ნ.ბუდენკოს სახ. სკი-სთან არსებული ცენტრი გამა-დანა გაიხსნა პაციენტებისათვის 2005 წლის აპრილში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ცენტრში უმკურნალია 6000 მეტ პაციენტს. დამყარებულია ძლიერი კავშირები უცხოურ კოლეგებთან. ჩვენ წარმოვადგენთ ფირმა Elekta-ს აპარატ გამა-დანით მუშაობის სპეციალისტთა მომზადების სასწავლო ცენტრს.

ჩვენი ექიმების მარალი კვალიფფიკაცია.

მათ გააჩნიათ ნეიროიქირურგიული სამუშაოს მრავალწლიანი გამოცდილება ქვეყნის წამყვან სპეციალიზირებულ დაწესებულებაში: რამნ-ის ნ.ნ.ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ისინი ხელმარჯვედ ათავსებენ საკუთარ გამოცდილებას რადიოლოგიისა და სტერეოტაქსიკური ქირურგიის პრაქტიკულ ცოდნასთან. ეს იძლევა საშუალებას შემოვთავაზოთ პაციენტებს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა, რომელიც არაა შეზღუდული მხოლოდ გამა-დანის გამოყენებით.

რამნ-ის ნეიროქირურგიის აკად. ნ.ნ.ბუდენკოს სახ. სკი-სთან მჭიდრო თანამშრომლობა.

რადიოქირურგიულ მკურნალობამდე და მის შემდეგ ჩვენ პაციენტებს კონსულტაციებს უტარებენ და აძლევენ რეკომენდაციებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები ნევროლოგიის, ნეიროოფტალმოლოგიის, ოტონევროლოგიის, ნეირორენტგენოლოგიის, ნეიროენდოკრინოლოგიის და ნეიროფსიქიატრიის დარგში. ნეიროქირურგიის სკი-ს ბაზაზე პაციენტებს აქვთ საშუალება (დანიშნულებისამებრ) გაიარონ დამატებითი კვლევის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც ხელმიუწვდომელია რუსეთის და დსთ-ს უმეტეს სამკურნალო დაწესებულებებში:

  • თავის ტვინის სპირალური კტ-პერფუზია
  • სრული სხეულის მრტ DWI-რეჟიმში
  • ერთფოტონური ემისიური კტ
  • ელექტროენცეფალოგრაფია
  • ჰისტოლოგიური პრეპარატების გადახედვა
image

ანდრეი ვლადიმერის ძე გოლანოვი

პროფესორი, მ.მ.დ, ნეიროქირურგი, გენერალური დირექტორის მოადგილე სამედიცინო დარგში, წამყვანი რადიოლოგი.

რმაპო-ს რადიოლოგიის კათედრის პროფესორი. არის წევრი მოსკოვის ნეიროქირურგთა კავშირის, რუსეთის ნეიროქირურგთა კავშირის, მსოფლიო, ევროპულ და ამერიკულ ნეიროქირურგთა ასოციაციის (WFNS, EANS, AANS), ამერიკულ და ევროპულ ონკოლოგთა და რადიოლოგთა საზოგადოების (ASTRO, ESTRO), სტერეოტაქსიკური რადიოქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISRS), გამა-დანის მომხმარებელთა მსოფლიო და ევროპული საზოგადოების (Leksell Gamma Knife Society), სტერეოტაქსიკურ რადიოქირურგთა კავშირის (RSS) და სხვ. 275-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, 5 მონოგრაფიის თანაავტორი. სრულიად რუსეთის I პრემიის ლაურეატი ონკოლოგიის დარგში ნომინაციაში “წლის მიღწევები“ სტერეოტაქსიკური რადიოქირურგიის განვითარებისთვის. რამნ-ის საპატიო სიგელი სამედიცინო მეცნიერების და ჯანდაცვის განვითარების დარგში გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსთვის.

მკურნალობის ღირებულება

2015 წ. 1 სექტემბრიდან ცენტრ „გამა-დანა“-ში ფიზიკურ პირთათვის, რომლებსაც გააჩნიათ რუსეთის მოქალაქეობა, მოქმედებს 10% ფასდაკლება. მედიცინის მუშაკებისთვის, ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორებისთვის, სამამულო ომის ვეტერანებისთვის გათვალისწინებულია 15%-იანი ფასდაკლება (დამამტკიცებელი საბუთების წარდგენისას) აგრეთვე მოქმედებს ფასდაკლება სამკურნალოდ განმეორებითი მიმართვის შემთხვევაში.

ნეიროქირურგიის სკი-ში ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის ანგიოგრაფიის ჩასატარებლად, არ შედის პრეისკურანტში მითითებულ მკურნალობის ფასში და გამოითვლება ცალკე ნ.ნ.ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის სკი-ში მოქმედი პრეისკურანტის მიხედვით.

კონტაქტები

სამუშაოს განრიგი:

ორშაბათი-ოთხშაბათი: 9.00-18.00 სთ. პარასკევი: 9.00-17.00 სთ.

საფოსტო მისამართი:

125047, რუსეთი, მოსკოვი, 4-ე ტვერსკაია-იამსკაია ქ., 16, კორპ.3 ნეიროქირურგიის საქმიანი ცენტრი.

შეუკვეთოთ ზარი
ჩაწერა მიღებაზე
კონსულტაციის მიღება